შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესი. 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ.
უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება.
გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.