შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ”112”-ის ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
09-06-2018

”112”-ის ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„112“-ის ხელმძღვანელებმა სტუმრებს 5 წლიანი, 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია გააცნეს. სტრატეგიაში წარმოდგენილია „112“-ის ძირითადი მიდგომები, საჭიროებები და განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „112“-ის მიერ დაგეგმილ პროექტები, საერთო ინტერესისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.