შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში 2015 წლის შემდგომ პერიოდში კატასტროფების რისკის შემცირების ჩარჩო პროგრამის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა 2014 წლის 1-2 აპრილს ალმა-ათაში (ყაზახეთის რესპუბლიკა).
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების 60-მდე წარმომადგენელი და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა 2015 წლის შემდგომ პერიოდში კატასტროფების რისკის შემცირების ჩარჩო პროგრამის მოსამზადებლად რეგიონის ქვეყნების პრიორიტეტების განსაზღვრა. აღნიშნული ჩარჩო პროგრამის მიღება დაგეგმილია კატასტროფების რისკის შემცირების მე-3 მსოფლიო კონფერენციის დროს, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 18 მარტს ქ. სენდაიში (იაპონია).