მტკვარზე გაწმენდითი და საძიებო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 30 ივნისს, ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა და ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა განხორციელდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მდინარე მტკვრის კალაპოტში მოხდა წყლის დონის მატება ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ მტკვრის გასწვრივ თბილისიდან წითელ ხიდამდე.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მტკვარზე მასშტაბურ საძიებო და გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.