სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II "მზიურის" ტერიტორიაზე მიბრძანდა, სადაც გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
პატრიარქი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, შსს-ს ყველა დანაყოფი, სამუშაოებში ჩართული სხვა უწყებები და მოხალისეები დალოცა. მან გაამხნევა ადგილზე მყოფი ადამიანები და მათ პატრიარქის სახელით საკვები გადაეცათ.