შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკის საბავშვო ბაღში, მიწისძვრის დროს სიმულაციური ვარჯიში ჩაატარეს. სწავლების ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელებისა და პერსონალის ევაკუაციის სიმულაცია განხორციელდება.
აღნიშნული სწავლება, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის კატასტროფებისადმი მზადყოფნის - DIPECHO-ს პროგრამის მესამე ფაზის პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშო ბაღებში" ფარგლებში, გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (ASB) პარტნიორობით ჩატარდა.
ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.