შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სასწავლო-თეორიული ტრეინინგი ჩაატარეს. ღონისძიება სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში, მოსახლეობის მასობრივი თავშეყრის ადგილებში (სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საკონცერტო დარბაზები და ა.შ) და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია-დაწესებულებებში შექმნილი საგანგებო შტაბის წევრების მოსამზადებლად განხორციელდა. ტრეინინგი სამ დღეს გაგრძელდა. სწავლების მიზანია მსმენელები საფუძვლიანად დაეუფლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის, მოქმედების და ქცევის საფუძვლებს. ასევე შეისწავლონ სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების წესები. გაითავისონ და გამოიმუშაონ საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის და მოქმედების უნარ-ჩვევები.
ღონისძიების ბოლოს თბილისის მთავრი სამმართველოს უფროსმა, ჭაბუკ შეშელიძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა.