შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა საერთაშორისო არასამ...
28-03-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანაორგანიზებით ბათუმში ერთობლივი სიმულაციური სწავლებები განახორციელეს (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან "გადავარჩინოთ ბავშვები" და "არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი" ერთად კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლასა და მესამე საბავშვო ბაღში წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად გაჩენილიხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე დროული მობილიზება და შენობებიდან 500-მდე სკოლის მოსწავლის, საბავშვო ბაღის 300 აღსაზრდელისა და პედაგოგების, მათ შორის, ერთი დაზარალებული მასწავლებლის ევაკუაცია მოახდინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების "გადავარჩინოთ ბავშვები"(Save the Children) და "არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი"მიერ განხორციელებული პროექტები ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის (ECHO) მიერ, პროგრამის "კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ დაუცველ ჯგუფებსა და ინსტიტუციებში - III ფაზა" (DIPECHO III) და ,,ჩვენ მზად ვართ -კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოს ბაღებში " ფარგლებში ფინანსდება და პროექტის მთავარი მიზანს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ ბავშვების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების გაძლიერება წარმოადგენს.