შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრ...
27-06-2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“.

პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ასევე, კოდის, ქუთაისის, ოზურგეთისა და დაბა ჩაქვის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ.

მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის და ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს.

შსს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.