შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, უკრაინელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.
ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჭალაადის მყინვართან, გულბის უღელტეხილზე უკრაინელი ტურისტების 5 კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ესაჭიროებოდა დახმარება.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. მესტიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ. ტურისტების დასახმარებლად დამატებით გაემგზავრა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენი.
ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაშავებულს დროულად აღმოუჩინეს დახმარება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ტურისტები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს მესტიაში.