შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამაშველო ღონისძიება წა...
20-07-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამაშველო ღონისძიება წარმატებით დაასრულეს (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩეხეთის მოქალაქეები გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას. ადგილზე დაუყოვნებლად გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცაგერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები, ამბროლაურის სამაშველო განყოფილების და ქალაქ ლენტეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. აღნიშნულ სამაშველო ოპერაციაში დამატებით ჩაერთო სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10 კაციანი ჯგუფი.
აღნიშნული ღონისძიების შედეგად, ტურისტები უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე.