შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ელიზბარაშვილის ცხოველთა...
19-06-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიიდან 3 დათვის ლეში ამოიტანეს (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული გაწმენდითი ღონისძიების შედეგად, დღეს ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიიდან 3 დათვის ლეში ამოიტანეს. ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, მაშველები შემთხვევის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობითა და ტექნიკით მუშაობდნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა ნაპოვნი 3 დათვის ლეში შესაბამის სამსახურს გადასცეს.