შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოში შვედეთის საელჩოს თანამშრომლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს და მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის სიმულაციური ჩვენება განახორციელეს.
სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შვედეთის საელჩოს შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელეს, სპეციალური საკაცითა და კალათებით შენობიდან „დაშავებულები“ ჩამოიყვანეს.
სწავლების მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების დროს საელჩოს თანამშრომლების მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.