შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ-ლევან ბუიღლიშვილმა სასტუმრო „ბეტსიში“ გამართულ PPRD East პროგრამის მეორე ფაზის ეროვნულ საკონსულტაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PPRD East პროგრამის მეორე ფაზის (ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება) საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრის მიზანია, წარმოაჩინოს პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიან სისტემასა და კატასტროფების რისკების მართვაში ჩართული მხარეები, მისი სამუშაო პროგრამა და პირველი წლის სამოქმედო გეგმა.
ღონისძიებას წინ უძღვოდა ეროვნული პროგრამის კოორდინატორებისა და საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრები, რის შედეგადაც მოხერხდა PPRD East მეორე ფაზის სამუშაო გეგმის საბოლოო ვერსიის შემუშავება და დამტკიცება, ასევე, პროგრამის საწყისი ფაზის წარმატებით დასრულება.