შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აღმაშენებლის ხეივანზე ჩამონგრეული ...
04-05-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აღმაშენებლის ხეივანზე ჩამონგრეული ხიდის დემონტაჟი მოახდინა (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა აღმაშენებლის ხეივანზე სამაშველო ღონისძიება განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდი ჩამოინგრა. ხიდის კონსტრუქცია ტრაილერის გავლის შედეგად დაზიანდა და ჩამოიშალა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდა.

ადგილზე დროულად გავიდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი, რომელმაც ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.