შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიაბეტით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვ...
03-08-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიაბეტით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვას აგრძელებს (EN)

3 აგვისტოს, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტერაციულ კორპუსში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ACTS Georgia“ წარმომადგენლები, დიაბეტით დაავადებული 50 ბავშვი და მათი მშობლები შეიკრიბნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ACTS Georgia“. აშშ-ს საელჩოს პროექტის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები ყვარელის სასულიერო გიმნაზიაში ბავშვების ტრანსპორტირებას და ერთი კვირის განმავლობაში მათ უსაფრთხო გარემოში დასვენებას უზრუნველყოფენ. ბანაკში ბავშვებს სამკურნალო-საგანმანათლებლო კურსი ჩაუტარდებათ.
აღნიშნულ ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აშშ-ს საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ACTS Georgia“ წარმომადგენლები და ამერიკელი ექიმები დაესწრნენ.