შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაციას გამა...
07-11-2014

შსს-ს მომსახურების სააგენტო თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაციას გამართავს (EN)

8 ნოემბერს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ) თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაცია გაიმართება.

სააგენტოს ხელმძღვანელები ჟურნალისტებს ახალ, 3D ბილეთებს წარუდგენენ.

15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.