შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ყაზბეგში მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს და მდინარე სნოდან უვნებლად გამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება, რომ ადიდებულ მდინარე სნოში ავტომანქანით შესული მოქალაქე ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა. მიუხედავად რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინებისა, მაშველებმა მყისიერად შეძლეს ავტომანქანის სახურავზე მყოფი მოქალაქის უვნებლად გამოყვანა. ასევე, ოპერატიულად მოხდა სატრანსპორტო საშუალების წყლიდან ამოტანა.