შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს მაშველებმა ჩეხი ალპინისტის სამაშველო ღონისძიება წარმატებით დაასრულეს (EN)
28-03-2014

შსს-ს მაშველებმა ჩეხი ალპინისტის სამაშველო ღონისძიება წარმატებით დაასრულეს (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა სტეფანწმინდაში ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის დასახმარებლად სამთო-სამაშველო ოპერაცია სრული სპეცაღჭურვილობით განახორციელეს.

სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას ცენტრის თანამშრომლებმა ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი, ჩეხეთის მოქალაქე მარიო ბაბუნეა, რომელმაც წინა საღამოს ფეხი იღრძო და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, 3700 მ სიმაღლიდან ჩამოიყვანეს. დაშავებულს სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც იგი შპს ,,ჯეო ჰოსპიტი“-ს ყაზბეგის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. ამჟამად მარიო ბაბუნეას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.