შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამმართველოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარნენ.
შინაგან საქმეთა სამისნიტრო საქველმოქმედო აქციაში უკვე სამი წელია მონაწილეობს. მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს.