შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე პირადი დაცვის მომზადების ხუთდღიანი სასწავლო კურსი გაიარეს.
აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგი მიზნად ისახავდა პირადი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.