შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქბრბ საფრთხეების შეს...
20-07-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი გაიარეს (EN)

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქბრბ საფრთხეების დროს მობილური აღმომჩენი სისტემების (MDS) გამოყენების შესახებ ტრენინგი გაიარეს.

სასწავლო კურსის განმავლობაში სწავლების მონაწილეები რადიაციის გამომვლენი აპარატურის პრაქტიკაში გამოყენების საკითხებს გაეცნენ. ტრენინგს ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სწავლების მიზანი იყო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) პოტენციური და აქტიური საფრთხეების აღმოჩენის სფეროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.