შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)
23-05-2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.