შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)
21-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი ი.ს. ქრთამის აღების ფაქტზე, თელავში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით ფულადი თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის თანხის აღების შემდეგ დააკავეს. ი.ს.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფულადი თანხა - 1000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.