შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)
11-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.