შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა (EN)
01-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.