შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა (EN)
11-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით).