შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ქალაქ გორში, N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და 2 ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დ.გ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.