შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაჭრის ფაქტი ცხელ კველზე გახსნა - დაკავებულია ერთი პ...
18-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაჭრის ფაქტი ცხელ კველზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედბების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.