შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა - დაკავებულია 2 პი...
20-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს, დაკავებულია - 2 პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 20 მარტს ღამის საათებში ნიღბით და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადგინა და ისინი ბრალდებულის სახით დააკავა.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.