2014 წლის 12 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრს ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები, ბატონი მარის დომინსი და ქალბატონი გაბრიელა დავიდი.
სტუმრები მიიღო სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსმა პოლკოვნიკმა იაკობ გეგეშიძემ.
შეხვედრის მსვლელობისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაეცნენ ცენტრში შემავალ დანაყოფების ფუნქციებს, ამოცანებს და არსებულ კანონმდებლობას.
ასევე ისაუბრეს ცენტრში განხორციელებულ რეორგანიზაციის,პირადი შემადგენლობის სწავლების და სხვა საკითხებზე.