შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებ...
04-12-2017

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2017 წელი, დეკემბერი (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2017 წლის დეკემბრის თვე 600 004 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,3 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 7 554 936 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 478 932-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 234 969 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 31,7%);

ბ) ტრანზიტი - 116 182 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54,9%);

გ) სხვა - 248 853 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,7%).

2017 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+14%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+45%), თურქეთიდან (+33%), უკრაინიდან (+2%) და ირანიდან (+74%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, პოლონეთი და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 26%, 20%, 18% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (16%), უზბეკეთი (47%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (29%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 25%-იანი ზრდა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

2017 წელი, დეკემბერი