შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს - დ...
15-06-2019

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 1 პირი (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა.ა. ღამით, ​თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.