მიმდინარე წლის პირველ მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო შეკრება. დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა. მან მოკლედ მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები და მადლობა გადაუხადა კოლექტივს მიღწეულ წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. იგი, ასევე შეეხო სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის შემდგომი სრულყოფის მიზნით სამომავლოდ დაგეგმილ ამოცანებს და იმედი გამოთქვა, რომ დეპარტამენტი ჩვეული ორგანიზებულობით კვლავაც ძალისხმევას არ მოაკლებს, ახალი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირების ფარგლებში, შესაძლო საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ამაღლებასა და დაცვის უზრუნველყოფას.