შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქვემო ფონიჭალაში გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდირება მოახდინა.
სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქვემო ფონიჭალაში 40 ჰექტარზე გამხმარი ბალახი იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მობილიზებული იქნა 11 სახანძრო და 1 სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა. ძლიერი ქარის გამო იყო ხანძრის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.