შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში დააკავეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი.