შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • პოლიციამ კახეთში მომხდარი ქურდობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი (EN)
10-02-2019

პოლიციამ კახეთში მომხდარი ქურდობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა.-მ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდა, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ფარულად დაეუფლა. მანვე გაქურდა მაღაზიასთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი, ასევე, მაღაზიიდან მოპარული სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.