შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • მაშველებმა თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს (EN)
25-02-2017

მაშველებმა თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს (EN)

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე სამაშველო ღონისძიება განახორციელეს.
სააგენტოს მაშველებმა, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 20-მდე ავტომანქანა და 50-მდე მგზავრი, მათ შორის მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
სამაშველო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უწვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გამოყვანილი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.