შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქ.ბათუმში გემი STRANNIK-ის ჩაძირვის შედეგად, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლოკალიზება მოახდინეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,112-ში, 21 თებერვალს შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში შპს „ნავსაყუდელი-2015"-ის ტერიტორიაზე, გემი STRANNIK-ის ჩაძირვისა და ზღვაში ნავთობის დაღვრის საფრთხის შესახებ. შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შსს-ს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ.ბათუმის საზღვაო- სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფი. ინციდენტის აღმოფხვრაში მაშველებთან ერთად, შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო- სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის რეაგირების ძალებიც მონაწილეობდნენ. ნავსაყუდელის ტერიტორიაზე, ავარიულად დაღვრილი ნავთობის სანაპირო ზოლში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩაძირული გემის ირგვლივ ბონური ზღუდეები მოეწყო. შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ.ბათუმის საზღვაო- სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფისა და საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის რეაგირების ძალების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხდა ინციდენტის აღმოფხვრა.