შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • ხანძარი მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე (EN)
13-08-2017

ხანძარი მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე (EN)

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე შეინიშნებოდა ხანძრის კერა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო ტექნიკის გამოყენება გართულებულია. მიუვალ ადგილებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაფრინდა.