ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი ქალბატონები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდნენ. „მადლობის სიგელები“ თანამშრომლებს დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა გადასცა.