შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლის დროული ლიკვიდირება მოხდა (EN)
19-05-2015

ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლის დროული ლიკვიდირება მოხდა (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. შეტყობინება აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა, რის შემდეგაც სახანძრო და სამაშველო ჯგუფები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ ფართს მოეკიდა და არსებობდა მისი გავრცელების საშიშროებაც. მეხანძრე-მაშველების მიერ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.