24 ივნისს, 11:00 საათზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან.
13:00 საათზე, სოფელ სუფსაში, შს მინისტრი და აშშ-ს ელჩი საზეიმოდ გახსნიან და დაათვალიერებენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალ შენობას.
ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.