შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • 7:0 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ (EN)
08-06-2015

7:0 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიფეხბურთში შიდაუწყებრივი ჩემპიონატის ფარგლებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდი შსს-ს აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა. სააგენტოს თანამშრომლებმა მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხეს.

ჩემპიონატში, რომელიც 20 მაისს დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება, შსს-ს 27 დანაყოფი იღებს მონაწილეობას. შსს-ს სპორტული ტურნირის მიზანია, ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს შორის პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.