შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • „კატასტროფების რისკების შემცირების“ რეგიონული სემინარი (EN)
04-02-2014

„კატასტროფების რისკების შემცირების“ რეგიონული სემინარი (EN)

2014 წლის წლის 4-6 თებერვალს ქ. თბილისში, სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასში“, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დაფინანსებული რეგიონული პროგრამა PPRD East-ის ეგიდით იმართება “კატასტროფების რისკების შემცირების” ქვე-რეგიონული სემინარი.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია „Eptisa“-ს თბილისის ოფისის და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ. სემინარს უძღვებიან პროგრამის ძირითადი ექსპერტები ბატონები სერგეი ანაგნოსტი და რადოვან ჰილბერტი, სხვა მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად (DG ECHO, UNISDR).

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობენ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.