შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი მოინახულეს (EN)
17-04-2015

161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი მოინახულეს (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. 161-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. სახანძრო და სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებულმა სკოლის მოსწავლეებმა, სამსახურის ისტორია დეტალურად მოისმინეს. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანებიც დაათვალიერებინეს და საჭირო რჩევებიც მისცეს.