112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ტექნოლოგიური რეფორმები

ძვირფასო მოქალაქეებო,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტექნოლოგიურ რეფორმებს აგრძელებს:

  • გაიხსნა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი;
  • 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი ჯარიმდება შემდეგ ფაქტებზე:

  • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
  • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
  • სიჩქარის გადაჭარბება;
  • მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ეცნობება დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ან აპლიკაციის საშუალებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

ვიდეორეგისტრატორების მიერ, ასევე, ფიქსირდება შემდეგი სამართალდარღვევები:

  • უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა;
  • მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა;
  • მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა;
  • სპეცტექნიკის აღჭურვილობის დაყენება/არადანიშნულებით გამოყენება;
  • სანომრე ნიშნის გარეშე ავტომობილის გადაადგილება;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება;
  • პოლიციელის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი:

  • საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
  • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
    • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
    • ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
    • მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;

საყურადღებოა, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

რეგისტრაციის შესახებ

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები შედის:

მობილური ტელეფონის ნომრის რეგისტრაცია

#ჩემი ნაბიჯი
#შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის