შსს არქივთან არსებული საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო
სამეცნიერო საბჭო კონსულტაციებს უწევს შსს არქივის ხელმძღვანელობას. მისი ფუნქციებია:
- | რეკომენდაციები არქივის განვითარების გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებით; |
- | კონსულტრაციები ჟურნალ "საარქივო მოამბის" გამოცემასთან დაკავშირებით; |
- | შესაბამისი დახმარების გაწევა არქივის თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლების საკითხში; |
- |
სამეცნიერო საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობას. |
შსს არქივი რეგულარულად აწვდის ინფორმაციას სამეცნიერო საბჭოს და ყოველმხრივ ხელს უწყობს საბჭოს წევრებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. საბჭოს წევრებს იწვევს არქივის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
სამეცნიერო საბჭო შედგება მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწე ავტორიტეტული მეცნიერებისგან და საარქივო საქმიანობის ექსპერტებისგან. ამჟამად სამეცნიერო საბჭოში შედიან:
1. | ტომას ბლანტონი - ჯორჯ ვაშინგტონის სახ. უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორი (აშშ); |
2. |
რონალდ გრიგორსუნი - მიჩიგანის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორი (აშშ); |
3. |
არსენი რაგინსკი - საზოგადოება "მემორიალის" თავმჯდომარე (რუსეთი); |
4. |
ჯერემი სმიტი - კარელინის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის პროფესორი (ფინეთი); |
5. |
მარკი უნგე - რურის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (გერმანია); |
6. |
ჯეფ როსმანი - ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ევრაზიის კვლევების ცენტრის დირექტორი (აშშ); |
7. |
ერიკ სკოტი - კანზასის უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი (აშშ); |
8. |
ტიმოთი ბლაუველთი - საერთაშორისო განათლების, ამერიკის საბჭოს დირექტორი (აშშ, საქართველო); |
9. |
ოლივერ რაისნერი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (საქართველო); |
10. |
გიორგი მამულია - საფრანგეთის საზოგადოებრი ვკვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი (საფრანგეთი). |