112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

სერვისები

მოქალაქეებისათვის
1. ცნობების გაცემა
ცნობის მისაღებად უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მისამართზე: ვაჟა- ფშაველას პრ. 72 (10:00-13:00 სთ) ან გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2. საქმეებთან გაცნობა
მოქალაქეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაეცნონ საკუთარ ან მათი ახლონათესავების (ოჯახის წევრების) საქმიანობებს, უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
განაცხადის შევსება შესაძლებელია მისამართზე: ვაჟა-ფშაველას პრ. 72 (10:00-13:00 სთ) ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტით მისამართზე: archive@mia.gov.ge ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

3. ასლების დამზადება
საქმეების ან მისი რომელიმე ნაწილის ელექტრონული ასლის მოსამზადებლად უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.აღნიშნული განაცხადი შეიძლება შეავსოთ საქმის გაცნობის შემდეგაც. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მისამართზე: ვაჟა ფშაველას პრ. 72 (10:00-13:00 სთ) ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მკვლევარებსითვის
-

მკვლევარებმა, რომლებსაც სურთ არქივში მუშაობა, უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მისამართზე: ვაჟა ფშაველას პრ. 72 (10:00-13:00 სთ) ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge

მკვლევარებისთვის არქივში მუშაობს ორი სამკითხველო დარბაზი. უშიშროების არქივის დარბაზი ღიაა 11:00-18:00 სთ, მისამართზე ვაჟა ფშაველას პრ. 72 . პარტიული არქივის დარბაზი ღიაა 11:00-18:00 სთ, მისამართზე მუხიანი, გობრონიძის 12. მკვლევარებს დარბაზში შეუძლიათ გაეცნონ საქმეებს და მოითხოვონ ელვერსიების დამზადება. ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ორგანიზაციებისთვის
-

შსს არქივი სახელმწიფო ორგანიზაციებს ემსახურება უფასოდ დადგენილი წესით. აკადემიური და არასამთავრობო დაწესებულებებისთვის შესაძლებელია დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge

სერვისი უცხოეთიდან
-

მოქალაქეებს და მკვლევარებს , რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, შეუძლიათ ისარგებლონ არქივის ელექტრონული მომსახურებით. ამისთვის უნდაა შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge. განაცხადის დამუშავების შემდეგ, არქივი განცხადების ავტორს გაუგზავნის გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვას და საბანკო ანგარიშს, სადაც უნდა გადაირიცხოს მომსახურების თანხა. თანხის გადახდის შემდეგ, არქივი დამკვეთს გაუწევს შესაბამის მომსახურებას. ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საბანკო რეკვიზიტები