ძვირფასო მოქალაქეებო,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტექნოლოგიურ რეფორმებს აგრძელებს:
- გაიხსნა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი;
- 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი ჯარიმდება შემდეგ ფაქტებზე:
- შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
- ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
- სიჩქარის გადაჭარბება;
- მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
- მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.
სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ეცნობება დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ან აპლიკაციის საშუალებით (მისი არსებობის შემთხვევაში).
ვიდეორეგისტრატორების მიერ, ასევე, ფიქსირდება შემდეგი სამართალდარღვევები:
- უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა;
- მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა;
- მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა;
- სპეცტექნიკის აღჭურვილობის დაყენება/არადანიშნულებით გამოყენება;
- სანომრე ნიშნის გარეშე ავტომობილის გადაადგილება;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება;
- პოლიციელის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი:
- საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
- თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
- ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
- საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
- საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
- ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
- ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
- მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;
საყურადღებოა, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები შედის:
მობილური ტელეფონის ნომრის რეგისტრაცია